წამლების ფასი და ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი


რა ხდება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და რატომ ძვირდება წამლები - კონკურენციის სააგენტო ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

დასკვნის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი რეცეპტის გამომწერ ექიმებსა და ფარმაცევტულ დაწესებულებებს შორის. სააგენტო მიიჩნევს, რომ მედიკოსმა დანიშნულების გამოწერის დროს პაციენტს ერთი და იგივე ჯგუფის ძვირადღირებული წამალი და შედარებით იაფიანი, ე.წ. ჯენერიკი უნდა გამოუწეროს და ამით მოქალაქეს არჩევანის უფლება დაუტოვოს. სააგენტო აფთიაქებზე სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარის კონტროლზეც აკეთებს აქცენტს. ანგარიშში საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზეა საუბარი. საქსტატის მონაცემები, 2019 წელთან შედარებით 2021-ში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ფასი ზოგიერთ შემთხვევაში ორჯერ არის მომატებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან