თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - შეხვედრა გენპროკურორთან
08/14/2020
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. თითქმის ორსაათიან შეხვედრაზე დაზარალებულ მხარეს საქმის მასალების ნაწილი გააცნეს, მათ შორის სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის მოპოვება უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდა. გაირკვა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ამერიკის “გამოძიების ფედერალური ბიუროს” ექსპერტები უახლოეს მომავალში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზაში. ირაკლი შეთაძესთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქმეს ჩამოშორდა პროკურორი მარიამ გოგორელიანი, რომელსაც დაზარალებული მხარე არაეთიკურ მოქმედებაში ადანაშაულებდა. მომდევნო შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.