კობა დავითაშვილი გარდაიცვალა


49 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. ბოლო წლებში ის პოლიტიკისგან დისტანცირებული იყო. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დავითაშვილმა 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ მიიღო. ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ბოლოს საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, თუმცა რამდენიმე თვეში მმართველ პარტიას გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო გაემიჯნა. მანამდე კი, იყო ოპოზიციის რიგებიდან მრავალწლიანი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც ელიავას ბაზრობაზე აქციისთვის ელექტრო-გენერატორის საყიდლად მისული „ხალხის  პარტიის“ ლიდერს სპეცრაზმმა თავისუფლება აღუკვეთა და სასტიკად სცემა. კობა დავითაშვილი ამბობდა, რომ 2017 წელს დასმული მძიმე დიაგნოზი სწორედ 7 ნოემბერს მიღებულმა ტრავმებმა გამოიწვია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან