ალექსანდრე ჯეჯელავა „განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს ბოლნისთან“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს ბოლნისში ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის პედაგოგებს შეხვდა. „განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს ბოლნისთან რადგან აქ გავატარე ბავშობის წლები“ - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა და დამსწრე საზოგადოებას თავისი ოჯახის ბოლნისში დასახლების შესახებ უამბო. ამის შემდეგ მინისტრმა ვცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მოსალოდნელ სიახლეებზე, სკოლის კიდევ უფრო განვითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებლის და მოსწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრი ზოგადი განათლების საკითხის გაუმჯობესებასაც შეეხო და ყურადღება ახალი ინოვაციების დანერგვაზე გაამახვილა. ისაუბრა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პედაგოგთა სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც თითოეულ მოსწავლეზე იქნება მორგებული. ჯეჯელავამ მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით სასწავლო პროცესის მოქნილობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა პედაგოგთა ღვაწლის და შრომის დაფასების გაზრდას, მინისტრი პედაგოგებს განათლების სფეროში არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდა. ვრცელი სიტყვის დასრულების შემდეგ მან პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, ჯეჯელავას სიტყვა ტაშით პედაგოგებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, შეხვედრას, რომელიც სამ საათს გაგრძელდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და ქვემო ქართლის გიბერნატორის მოადგილე ესწრებოდნენ. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/bb44zl
გაზეთი ბოლნისი-ის სხვა ვიდეოები
როგორ უნდა მოვიქცეთ და ვის უნდა მივმართოთ ქვეწარმა...
ფოთლების დაწვა ჯარიმდება
თბილი ამინდების დადგომას ბოლნისში ქვეწარმავლების მ...
myvideo-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს
,,აღმოაჩინე თავი შენი პოეზიაში“ - ახალგაზრდებმა ღი...
01:53
ნაგვის დაყრა აკრძალულია! - მუნიციპალიტეტის ტერიტორ...
02:42
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმ...
02:25
ძიუდოს სკოლა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მა...
მსგავსი ვიდეოები
თაობა Z: ვინ არის და რატომ უნდა მაინტერესებდეს? - სანდრო ჯეჯ...
flowmaster.online / ფლომასტერი
ალექსანდრე ჯეჯელავა \u0026#039;\u0026#039;აუდიტორია 115\u002...
PalitraNews
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევა...
PalitraNews
როგორ არ გავიჭედო კარიერაში? პიტერის არაკომპეტენტურობის თეორ...
flowmaster.online / ფლომასტერი
მაჯლაჯუნები - ალექსანდრე ჯეჯელავა
ხიად
რა ვქნათ, როცა უსამართლოდ გვექცევიან? - სანდრო ჯეჯელავა
flowmaster.online / ფლომასტერი
ალექსანდრე ჯეჯელავა საარჩევნოდ პედაგოგებზე ზეწოლას კატეგორიუ...
PalitraNews
ალექსანდრე ჯეჯელავა - კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა
PalitraNews