მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული სამტრედიაში მცხოვრები ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციების გამართვას და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლას აანონსებს. 31 წლის მირზა ჩაჩუა მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი იმერეთის გუბერნატორს გულგრილობ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
გარდაცვლილი მირზა ჩაჩუას ოჯახის პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორფოლოს, პოლიგონზე 31 წლის კაპრალი მირზა ჩაჩუა გარდაიცვალა
POS TV
მირზა გელოვანი - „ფოთოლი“ - კითხულობს თინა ელბაქიძე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მირზა გელოვანი - ნუ მწერ
Silk School
კადრები საქალაქო სასამართლოდან იმედის კვირაში
TV IMEDI
მირზა მოდებაძე - პოპური/Mirza Modebadze - Popuri
FILMS HOUSE
პოლიტიკოსები ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster