5 რჩევა - როგორ არ გავჭედოთ საჭესთან და თავიდან ავიცილოთ საგზაო აგრესიულობა

11/04/2019
Giorgi Laluashvili-ის მიერ

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
5 რჩევა - როგორ არ გავჭედოთ საჭესთან და თავიდან ავიცილოთ საგზაო აგრესიულობა
#რჩევები #საჭე #აგრესია
საგზაო აგრესიულობის მიმართ ყველა მგრძნობიარეა და ეს აგრესია ვლინდება უკონტროლო აგრესიულობით საჭესთან ან სხვა მძღოლის მიმართ განრისხებით. ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ასოციაციაზე დაყრდნობით დიდი წილი აგრესორების საჭესთან არიან ახალგაზრდა მამრობითი სქესის მძღოლები, მაგრამ დამიჯერეთ ჩვენს ქვეყანაში არც ქალები აკლებენ. როგორ ავიცილოთ თავიდან აგრესია და განრისხება საჭესთან და არ გავჭედოთ?
1. აუცილებლად მოვუსმინოთ წყნარ მუსიკას - დაგვეხმარება სტრესის და ბრაზის შემცირებაში.
2. გამოიძინეთ საკმარისად - უძილობა გარდა საშიშროებისა საჭესთან ასევე იწვევს უფრო სწრაფად აგრესიულობას.
3. დანიშნულების ადგილზე გადით ადრე - ადგილებზე დროულად მისასვლელად წადით უფრო ადრე რათა არ დააგვიანოთ და შეამციროთ აგრესია წითელ შუქნიშანზე ან საცობში მოხვედრისას/
4. ყურადღება მიაქციეთ რა გაღიზიანებთ - თუ ხშირად სხვა ავტომობილის ქცევა ან კონკრეტული სიტუაცია გაღიზიანებთ ეცადეთ აგრესიული მიდგომა შეცვალოთ დადებითით და თავიდან აიცილეთ მსგავსი მოვლენები.
5. გაითვალისწინეთ აგრესიულობის ხარჯი - ფული ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია და იცოდეთ, რომ აგრესიულობისგან ავარია, დაზიანება, კრიმინალური დანაშაული, ადვოკატი, სადაზღვევო კურსი, ჯარიმები და სხვა ძვირი დაგიჯდებათ.
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში:
http://www.youtube.com/subscription_c...
Twitter:   / laluashvilig  
Facebook:   / giorgilaluashviliofficial

ვიდეოები „Giorgi Laluashvili"-ისგან