გოგი ქავთარაძის დაკრძალვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. ბატონმა გოგი ქავთარაძემ თავისი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კულტურული განვითარების საქმეში. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის. ნათქვამია მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილში. გოგი ქავთარაძე დღეს მახათას მთაზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. გოგი ქავთარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს როგორც მსახიობის კოლეგებმა, ახლობლებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, ისე პოლიტიკოსებმა. მსახიობი და რეჟისორი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი 34 ფილმშია გადაღებული. საყოველთაო პოპულარობა კი, კარიერის დასაწყისში, მიშა კობახიძის ფილმ „ქორწილში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. გოგი ქავთარაძემ სხვადასხვა თეატრის სცენაზე 90-მდე სპექტაკლი დადგა. სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, რუსთავის, გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში გოგი ქავთარაძე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრად იყო არჩეული და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გოგი ქავთარაძის დაკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გოგი ქავთარაძე მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს
TV IMEDI
გოგი ქავთარაძის გახსენება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გოგი ქავთარაძის კომენტარი
info9 info99
გოგი ქავთარაძის შვილიშვილობა დაგიმალავთ?
TV IMEDI
ზესტაფონში გოგი ქავთარაძის
info9 info99
თეთრი კვადრატი-ეძღვნება გოგი ქავთარაძის ხსოვნას
Ajara TV
#ახალიდღე გოგი ქავთარაძე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster