ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი – „პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია
ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი – „პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია. განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, 30 მარტიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს მოიცავს. ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს, სომხურსა და აზერბაიჯანულს. ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით. „პირველი არხი – განათლების“ ეთერში შაბათ-კვირას გავა კლასგარეშე სანახავი გაკვეთილები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები; პროგრამირება; დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები; „მშობლების დრო“. გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“„არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები. „პირველი არხი – განათლების“ ეთერში ასევე დაგეგმილია „აბიტურიენტის საათის“ ამოქმედება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი საგანმანათლებლო პროექტი
TV IMEDI
ახალი საგანმანათლებლო პროგრამა თბილისის ზოოპარკში
TV IMEDI
ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმ...
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ახალი საგანმანათლებლო პროგრამები
Paata Gogishvili
ახალი საგანმანათლებლო პროგრამა საზღვაო აკადემიაში
TV 25
ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმ...
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ახალი საგანმანათლებლო პროგრამა
Euronews Georgia
ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - www.ESx.ge
BTU - Business and Technology University