ჩეხეთის სენატის თავმჯდომარის ვიზიტი

02.05.2022 03:02

ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შორის შედგა. სპიკერებმა რეგიონში განვითარებული მოვლენების და ასევე უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებაც იმსჯელეს. მილოშ ვისტრჩილის თქმით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე იყო სუსტი, ახლა კი დადგა ერთიანობის დრო. თავის მხრივ, ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყანასთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის. ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს და ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. მოგვიანებით დაგეგმილია მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ამასთან, მაღალი რანგის სტუმარი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. ასევე ჩეხურ-ქართული ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შორის
01:20

შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სენა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებთან
01:03

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირი...

David Usupashvili

საქართველოს ევროინტეგრაციასა და მხარდაჭერის მობილიზაციაზე შეხვედრები პრაღაში იმართება
07:04

საქართველოს ევროინტეგრაციასა და მხარდაჭერის მობილიზაციაზე შე...

TV IMEDI

ჩეხეთის სენატის წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლთან
01:19

ჩეხეთის სენატის წარმომადგენლები საოკუპაციო ზოლთან

GARB GE

ჩეხეთის სენატის დელეგაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში
01:22

ჩეხეთის სენატის დელეგაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#PIN ჩეხეთის სენატის დელეგაციამ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები მოინახულა
03:01

#PIN ჩეხეთის სენატის დელეგაციამ საქართველოში მხარდაჭერილი პრ...

People In Need Georgia

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
00:46

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა
00:26

ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა

Parliament of Georgia

ყველა ვიდეო