42° პარალელი - გაზსადენ "თურქული ნაკადის" საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა


გაზსადენ \"თურქული ნაკადის\" საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა - თურქეთმა და რუსეთმა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დაასრულეს. სტამბოლში გამართულ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრო. გაზსადენი თურქეთს რუსულ ბუნებრივ აირს შავი ზღვის გავლით მიაწოდებს. პროექტის დასრულება 2019 წელს იგეგმება. გივი ბარამიძის სიუჟეტი
კრისტინა კირშნერის საქმე - არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის კრისტინა ფერნანდეს კირშნერის კორუფციული სკანდალი ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმედ იქცა. პოპულისტ პოლიტიკოსს ჯერჯერობით იმუნიტეტი იცავს, თუმცა იგი შესაძლოა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის სტატუსით გაასამართლონ, რაც უახლეს ისტორიაში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს შორის უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
ცენტრალური ევროპა - დაკარგული იდენტობის ძიებაში - პოსტსაბჭოთა სივრცის დაშლის შემდეგ ცენტრალური ევროპის ქვეყნების წინაშე მარტივი და გასაგები ამოცანები იდგა - საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების იმპორტი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, დასავლეთ ევროპასთან სოციალური ჩამორჩენის აღმოფხვრა და ევროპული ცხოვრების დონის შესაბამისად ცხოვრება. ყველაფერი ეს დასავლეთში დაბრუნების გენერალური სტრატეგიის ნაწილად განიხილებოდა. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი არსებობის ასი წლის თავზე ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა ამ სტრატეგიული ამოცანების უმრავლესობა პირნათლად შეასრულა. შესაბამისად ე.წ. „ახალი ევროპა“ წარმატებული ვესტერნიზაციის კიდევ ერთ მოდელად გამოცხადდა, რომელსაც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მიუხედავად ამისა, დღეს ჩანს, რომ რეგიონის ქვეყნების განვითარების ტენდენცია არ ეწერება მოდერნიზაციის და დემოკრატიული ტრანზიციის დასავლურ კონცეფციაში. უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის ან პოლონეთის ხელისუფლებაში მოდიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სკეპტიკურად აფასებენ პოსტსოციალისტური განვითარების შედეგებს, აკრიტიკებენ ევროკავშირს და ლიბერალურ იდეოლოგიას, ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნების განვითარების სტრატეგიულ კურსს. რევაზ ქოიავა მოგითხრობთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხრიდან საკუთარი იდენტობის ძიების პროცესის შესახებ. რეზი ქოიავას სიუჟეტი
სამი ზღვის ინიციატივა - აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ახალი პერსპექტივა - სატრანსპორტო და ენერგო ურთიერთდაკავშირებულობა უკვე ათწლეულებია, რაც აღმოსავლეთ ევროპის სტრუქტურულ სისუსტეს წარმოადგენს. რეგიონის ქვეყნებს შორის არ არსებობს მათი ეკონომიკური ინტეგრირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის ინფრატრუქტურა. ამ გამოწვევის საპასუხოდ აქამდე არსებული პოლიტიკები არაეფექტური აღმოჩნდა. შოთა თხელიძის სიუჟეტი

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან