საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა


საქართველოს ის 6000-ზე მეტი მოქალაქე, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, შესაძლოა გადასახადისგან გათავისუფლდეს, ან გადახდის შემთხვევაში სახელმწიფომ თანხა უკან დაუბრუნოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს საქართველოს ორი მოქალაქის სარჩელს პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ, რომელშიც მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტი და რიგი შეზღუდვების დაწესების შესახებ მის მიერ მთავრობისთვის უფლებების მინიჭება. ამის შესახებ ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომელიც ერთ-ერთი მოსარჩელის ინტერესს იცავს. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყო. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის დეკრეტიც და მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების უფლების დელეგირება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით უნდა მომხდარიყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან