ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნი პრეზენტაცია

23.12.2016 12:29

23 დეკემბერს, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში (მის. ლ. ქიაჩელის ქ. 12) მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. 2016 წელი XX საუკუნის დიდი მხატვრის, ელენე ახვლედიანის საიუბილეო წელია. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - გიორგი ჯანბერიძის ავტორობით, ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნი გამოიცა, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი მხატვრის ფერწერა, გრაფიკა და სცენოგრაფია. სრულყოფილი გამოცემა წარმოადგენს გაგრძელებას გიორგი ჯანბერიძის საავტორო წიგნების სერიისა - „ქართული ხელოვნების დიდოსტატები”. წიგნს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ცნობილი ნამუშევრების გვერდით, ახვლედიანის „პარიზის პერიოდში” შექმნილი, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი შესანიშნავი გრაფიკული ნამუშევრები - შიშველი ნატურების სერია - 54 ჩანახატი. ეს ნამუშევრები პირველად ქვეყნდება და სასიამოვნო აღმოჩენა იქნება, არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულთათვის, არამედ, პროფესიონალებისთვისაც. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნი პრეზენტაცია
01:17

ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნი პრეზენტაცია

culturegovge culturegovge

ელენე ახვლედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

ელენე ახვლედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

ტელეკომპანია თანამგზავრი

ნიკოლოზ ლოლაძის გამოფენა
01:26

ნიკოლოზ ლოლაძის გამოფენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

elene akhvledianis saxelobis suratebis gelerea
01:17

elene akhvledianis saxelobis suratebis gelerea

culturegovge culturegovge

შშმ პირების ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა
01:18

შშმ პირების ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი – მედეა ძიძიგურის მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია
01:29

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი – მედეა ძიძიგურის მუსიკალური...

ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum

ელენე ახვლედიანის იუბილე აღნიშნეს მხატვრის სახლ-მუზეუმში
01:16

ელენე ახვლედიანის იუბილე აღნიშნეს მხატვრის სახლ-მუზეუმში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი – მედეა ძიძიგურის მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია
00:56

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი – მედეა ძიძიგურის მუსიკალური...

ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum

ყველა ვიდეო