23 დეკემბერს, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში (მის. ლ. ქიაჩელის ქ. 12) მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
2016 წელი XX საუკუნის დიდი მხატვრის, ელენე ახვლედიანის საიუბილეო წელია. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - გიორგი ჯანბერიძის ავტორობით, ელენე ახვლედიანის საიუბილეო წიგნი გამოიცა, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი მხატვრის ფერწერა, გრაფიკა და სცენოგრაფია. სრულყოფილი გამოცემა წარმოადგენს გაგრძელებას გიორგი ჯანბერიძის საავტორო წიგნების სერიისა - „ქართული ხელოვნების დიდოსტატები”.
წიგნს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ცნობილი ნამუშევრების გვერდით, ახვლედიანის „პარიზის პერიოდში” შექმნილი, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი შესანიშნავი გრაფიკული ნამუშევრები - შიშველი ნატურების სერია - 54 ჩანახატი. ეს ნამუშევრები პირველად ქვეყნდება და სასიამოვნო აღმოჩენა იქნება, არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულთათვის, არამედ, პროფესიონალებისთვისაც.
http://culture.gov.ge/