ახალგაზრდა ვოკალისტთა პროგრამა

08.02.2019 00:31

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე პროექტის, - „ოპერა სტუდია,“ - მონაწილეების შესარჩევად ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა მიმდინარეობს. პროექტი ევროკომისიის პროგრამის, - „შემოქმედებითი ევროპა,“ - ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს პარტნიორი თეატრების – ოპერა „ტენერიფეს“, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის თეატრის, - თანამშრომლობას. მოსმენებზე, რომლებიც სამივე მონაწილე ქვეყანაში ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 170 მომღერალი დარეგისტრირდა. შერჩეული ათი მონაწილე „ტენერიფეში“ გაივლის ორთვიან ინტენსიურ კურსს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო