სტიქია გურჯაანში

18.06.2019 01:14

სტიქია გურჯაანში. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. თელავი-გურჯაანის  მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. უამინდობამ სოფელ კალაურში ორ სახლს სახურავი  გადახადა. შაშიანში კი, სკოლისა და საბანკეტო დარბაზის სახურავები ნაწილობრივ დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გვიან ღამით მომხდარი სტიქიის ადგილზე, უკვე იმყოფებოდნენ გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რის შემდეგაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: