რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დილიდან იერიში მიიტანეს ხარკოვზე
დილიდან საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი მოქალაქე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ასევე უნივერსიტეტის ხუთსართულიანი შენობა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, არსებული მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში, რუსეთმა მთელი ძალები უკრაინის თავდაცვის ხაზის გასარღვევად და ბახმუტის ალყაში მოსაქცევად გადაისროლა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში და ლიმანში. ბახმუტთან გართულებულ მდგომარეობას ადასტურებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც, რომლის ცნობითაც, რუსეთის არმის გარკვეული წინსვლის შედეგად, ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება. რაც შეეხება უკრაინული მხარის მოქმედებებს, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა ადგილზე მიიტანეს იერიში. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მტრის თავდასხმა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 99-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 99-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს ფარული მობილიზაცია,“ — რ...
Formula News
სუმის რეგიონში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სკოლა დაბომბეს
Euronews Georgia
ომის 123-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster