რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


განახლებული პროგნოზით, მიმდინარე კვირას ინფიცირების მაჩვენებლების კლება უნდა დაიწყოს.

შაბათ-კვირის გათვალისწინებით, ხვალინდელი სტატისტიკაც გვაჩვენებს, რამდენად მოსალოდნელია უახლოეს დღეებში მეექვსე ტალღის პიკის პერიოდის გადავლა. კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის აქტიური ცირკულირების და სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორზე დიდი ზეწოლა არ არის, თავისუფალია 2 000-მდე კოვიდ-საწოლი. თუმცა, თუ ინფიცირების დღიური მონაცემები თებერვალში მკვეთრად არ შემცირდება, კოვიდ-კლინიკები კრიზისს ელოდებიან. ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილიც. კვირიდან კვირამდე ვაქცინაციის მაჩვენებლები სულ უფრო მცირდება. სწორედ ვაქცინებთან დაკავშირებით პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მთავრობის წევრებს განმარტებების გაკეთება დასჭირდათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან