საქართველოს სამ არასრულწლოვან მოქალაქეს ერაყიდან საქართველოში გადმოიყვანენ

13.10.2018 00:48

საქართველოს სამ არასრულწლოვან მოქალაქეს დღეს ერაყიდან საქართველოში ჩამოიყვანენ და აღსაზრდელად მშობლების სახლში, ბებია-ბაბუასთან გადაიყვანენ. საუბარია სამ მოზარდზე, რომელთა დედას ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი მეუღლის გამო, ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ქართულმა მხარემ ერაყის იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმებას მიაღწია და ბავშვებს, რომლებიც ამ დრომდე ციხეში იზრდებოდნენ, ოჯახს გადმოსცემენ. აეროპორტში რეისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ელჩი და მოზარდების ოჯახის წევრები დახვდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო