სვანეთში კვანჭიანებისთვის სახლის მშენებლობა ახალ წლამდე დასრულდება
12/10/2020
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - „კი გვითხრეს, მაგრამ ნანახი არ გვქონდა თქვენი ჭირიმე. არ მჯეროდა. ღმერთმა სიცოცხლეში სინათლე და კარგი არ მოგიშალოთ. მძიმე პირობები იყო იქ, ძალიან მძიმე. ახლა ცოცხალი ერთი ბიჭი მყავს, იმას შემოევლოს ჩემი თავი, სხვა ბიჭები მომიკვდნენ. ამას, თქვენ გამოჩნდით და ღმერთმა კიდევ აჩუქა სიცოცხლე. დღეიდან მაინც კარგად იქნება ყველაფერი“, - ზემო სვანეთში, საქონლის სადგომში მცხოვრები დედისა და შშმ შვილისთვის, „მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულებებით სახლის მშენებლობა ახალ წლამდე დასრულდება, იქამდე კი კვანჭიანები დროებით, უსაფრთხოდ სხვის სახლში იცხოვრებენ.