ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

10.06.2021 02:11

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, იყო თუ არა ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტები. მისი ინფორმაციით, საუბარი შეიძლება იყოს 20 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე. მეუფის თქმით, თუ მსგავსი ფაქტები არსებობს, საქმე სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ. მეუფე ნიკოლოზი ასევე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საქართველოში პანსიონების დახურვა, ვინაიდან, შესაძლოა, ბავშვები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთა მეუფე სპირიდონმა. მეუფე იაკობის განცხადებით კი, თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ყველაფერი უნდა იყოს გამოკვლეული და დამნაშავე დაისჯება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: