ვითარება ისრაელში


ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაარღვიეს „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი ჩრდილოეთ ღაზაში და ბრძოლას აფართოებენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, პროგრესი მიღწეულია ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან კოორდინირებული დარტყმებით. ასევე მოკლულია „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო ძალების მეთაური, რაც მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ისრაელის სამხედროების საბრძოლო უნარზე. ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლა უცხო ქვეყნის, სულ მცირე, 361-მა მოქალაქემ შეძლო. მათგან 76 ადამიანი ახლა კაიროში მიემართება, რათა მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნება შეძლოს, დანარჩენები კი ჯერ კიდევ საზღვარზე იმყოფებიან და საჭირო დოკუმენტების შემოწმებას გადიან. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტეში გადასასვლელად სულ 491 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 130-მა ვერ შეძლო რაფაჰის გამშვებ პუნქტამდე მისვლა ან უარი განაცხადა ოჯახის წევრების გარეშე საზღვრის გადაკვეთაზე, რომელთა გვარებიც არ იყო სიაში. რაფაჰის გადასასვლელი ღია რჩება იმ პირებისთვის, რომლებიც საზღვრის კვეთაზე დარეგისტრირებულები არიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან