ომბუდსმენის შექმნილი ექსპერტების ჯგუფის დასკვნა და შეფასებები


ომბუდსმენის მიერ დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე საუბრობს. მათი შეფასებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობა შესაბამისი გამოცდილების მქონე მულტიპროფილური ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტები ლეტალური შედეგის დადგომას არ გამორიცხავენ. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, გლდანის მე-18 დაწესებულება კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ ის სააკაშვილის მსგავსი პაციენტის მკურნალობისთვის მაინც შეუსაბამოა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ნინო ლომჯარიამ ევროპულ სასამართლოს სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში, მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან