ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

14.12.2019 01:29

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს, რომელიც ექიმის გათავისუფლების საკითხზე იმუშავებს. ოჯახის მოთხოვნაა ასევე, რომ წითელი ჯვარი ისევ შევიდეს ცხინვალში და ვაჟა გაფრინდაშვილი საკანში მოინახულოს. როგორც ცნობილია, მომდევნო ე. წ. სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება, მანამდე კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ხვალ აქციის გამართვას გეგმავენ. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 36-ე დღეა, პატიმრობაშია. ქართველ ექიმს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ექიმის  გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა, შესაძლოა, სამართლებრივი კუთხით დაიწყოს ბრძოლა
01:14

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა, შესაძლოა, სამართლებრივი კუთხით დ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დიპკორპუსს მიმართავს
00:38

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დიპკორპუსს მიმართავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას მიმართავს
01:15

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და ხელისუფლება ექიმის გასათავისუფლებლად ბრძოლას განაგრძობს
05:35

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და ხელისუფლება ექიმის გასათავისუფლ...

TV IMEDI

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ე.წ. სასამართლოს მოლოდინშია
03:35

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ე.წ. სასამართლოს მოლოდინშია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს
02:29

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა...

TV IMEDI

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის სპეციალური განცხადება
03:19

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის სპეციალური განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცხინვალის ციხეში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ექიმის გათავისუფლების მოლოდინში
00:59

ცხინვალის ციხეში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ექიმის გათა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო