აფეთქებისას დაზარალებულები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან

20.01.2019 00:58

დიდ დიღომში, ავთანდილის რვა ნომრის მცხოვრებლები სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. დოკუმენტი ჯერ მზად არ არის. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ზარალის ოდენობა უნდა განისაზღვროს. დაზუსტდება, რა ზიანი მიადგა თითოეულ მოსახლეს და კომპენსაციის ოდენობაც დადგინდება. საცხოვრებელი კორპუსი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მობინადრეებს შენობაში პერიოდულად უშვებენ. მოქალაქეები იმ ნივთების გამოტანას ცდილობენ, რაც მასშტაბურ აფეთქებას გადაურჩა. ამ დრომდე სხვადასხვა სასტუმროში რჩება 32 ოჯახი. უკვე ხვალიდან კი მათი დროებით საცხოვრებელში გადაყვანის პროცესი დაიწყება. ბინებით, პირველ რიგში იმ ოჯახებს დააკმაყოფილებენ, ვისაც ბავშვები ჰყავთ. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, აფეთქების შედეგად დიდ დიღომში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა რვა. მათგან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი რჩება. 4 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სავარაუდოდ, კლინიკიდან მას მომავალ კვირაში გაწერენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"ყაზტრანსგაზის\" თანამშრომლების საქმე
03:43

"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აფეთქებისას დაზარალებულები მერიამ სასტუმროებში დააბინავა
00:57

აფეთქებისას დაზარალებულები მერიამ სასტუმროებში დააბინავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტმა პარლამენტარის მანქანის აფეთქებისას დაზარალებულები მოინახულა
01:13

პრეზიდენტმა პარლამენტარის მანქანის აფეთქებისას დაზარალებულებ...

PalitraNews

თბილისში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა - ბოლო ინფორმაცია
02:38

თბილისში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა - ბოლო ინფორმ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარგველაშვილმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა 5.10.2016
01:55

მარგველაშვილმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალე...

Tv Dia

კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგები და დაშავებულთა მდგომარეობა
03:47

კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგები და დაშავებულთა მდგომარე...

TV IMEDI

ჯანდაცვის მინისტრმა აფეთქების შემდეგ დაზარალებულები მოინახულა
00:32

ჯანდაცვის მინისტრმა აფეთქების შემდეგ დაზარალებულები მოინახულ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აფეთქება ფოთში
03:36

აფეთქება ფოთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო