შეხვედრა ამომრჩეველთან

26.09.2020 01:02

მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. პარტიის ლიდერი ამჯერად რუსთავში იმყოფებოდა, სადაც მხარდამჭერებს შეხვდა. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა რუსთავის მოსახლეობას ძლიერი ეკონომიკის ფარგლებში, რეგიონების განვითარებს გეგმა, უფრო კონკრეტულად კი, რუსთავის როგორც დიდი ინდუსტრიული პოტენციალის მქონე ქალაქის განვითარების შესახებ პარტიის ხედვები გააცნო. საუბარი შეეხო საინვესტიციო ფონდის ფორმირებასა და გრძელვადიანი და შედარებით იაფი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას, რომელმაც ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მსუბუქი მრეწველობის დარგი უნდა განავითაროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: