სანომრე ნიშნები ევროსტანდარტების მიხედვით შეიცვლება


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2014 წლის შემოდგომიდან სატრანსპორტო საშუალებებზე ევროსტანდარტების მიხედვით, სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას გეგმავს. ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება. ყველა ძველი სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა 2030 წლამდე იქნება. ახალი სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (ge) იქნება გამოსახული. შეიცვლება ციფრების და ლათინური სიმბოლოების წყობაც. აღნიშნულ ცვლილებას თელავში მძღოლებიც აფასებენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1cFMiGH

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან