თელავის მერი სოციალურად დაუცველის პრობლემას გამოეხმაურა


რამოდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერში თელავში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, ელენე თუშიშვილის პრობლემების შესახებ რეპორტაჟი გავიდა. ის ინვალიდობის გამო სათბობი შეშის პრობლემის მოსაგვარებლად მერიაში წასვლას ვერ ახერხებდა. დღეს ქალაქ თელავის მერი ჩვენს მიერ გაკეთებულ სიუჟეტს გამოეხმაურა და ელენე თუშიშვილს სახლში ესტუმრა. პლატონ კალმახელიძემ სოციალურად დაუცველს შესაბამისი განაცხადი საკუთარი ხელით შეუვსო და საყოფაცხოვრებო პროდუქტი მიუტანა. ქალაქის მერმა მოინახულა სოციალურად დაუცველი ლამარა კობაიძის ოჯახიც.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/ZLOFrl

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან