მიისწრაფვის თუ არა საქართველოს ეკლესია იზოლაციისაკენ? [ვიდეომონტაჟი]

07/08/2016
ფაქტები-ის მიერ

მეუფე სტეფანეს საუბარი ამოღებულია ქადაგებიდან -    • ეკუმენიზმი   - სადაც იგი საუბრობს ეკუმენიზმზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მან ეკუმენიზმთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია მიაწოდა მრევლს. არცერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს უცდია შერწყმა არაქრისტიანულ რელიგიებთან და სექტებთან. ერთობის აღდგენის მიზნით დიალოგის მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ იმ ქრისტიანულ დენომინაციებთანაა დაკავშირებული, რომელთაც სამოციქულო ეკლესიის სწავლებიდან გადაუხვიეს, გარკვეული საკითხები არასწორად ესმით, მაგრამ ქრისტიანები არიან. მართლმადიდებელთათვის კი ეკუმენური მოძრაობა ისევ და ისევ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სხვა ქრისტიანების დაბრუნებას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ ეკუმენიზმზე საუბარი მხოლოდ მაშინაა მისაღები, როცა მის მართლმადიდებლურ გაგებაზე ვსაუბრობთ და, ვფიქრობთ, წლევანდელმა კრებამ ამ საკითხთან დაკავშირებული ეჭვები გაფანტა.

ეკუმენიზმის თემაზე საინტერესოა დეკანოზ ლევან მათეშვილის აზრი:    • mama levani-ეკუმენიზმზე  

მეუფე სტეფანეს ქადაგება 2008 წელს არის წარმოთქმული, მაგრამ მან 2016 წელსაც \"წმინდა და დიდ კრებასთან“ მიმართებაში იგივე დამოკიდებულება გამოავლინა თავისი გამოსვლებით. ამიტომ, როდესაც იგი იზოლაციაზე საუბრობს (რაც ქრისტიანობისთვის უცხოა), ერეტიკოსებად და მწვალებლებად მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი წარმოუდგენია, რომლებიც, მისი აზრით, ათასნაირ მწვალებლებს ერწყმიან.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი 2016 წლის „წმინდა და დიდი კრების“ მონაწილეთათვის უდიდეს ავტორიტეტს წარმოადგენს და არცერთ მათგანს არ დაურღვევია არცერთი დოგმატი. არადა, ჩვენი ეკლესიის არაერთი სასულიერო პირი სწორედ ამ ბრალს სდებს მათ, დასაბუთებას კი ვერ ახერხებს.

მეუფე ანდრიას ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ:    • სალომე ასათიანის ინტერVIEW მიტროპოლიტ...  

ეკუმენიზმის თემაზე გირჩევთ წაიკითხოთ მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ეს პატარა წერილი:   / 1718003801772660