სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის გადაცემას მოითხოვს. ორკესტრმა წერილობითი მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა. ნიკოლოზ რაჭველის თქმით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ორკესტრს ჰქონდეს თავისი დარბაზი. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფილარმონიის დარბაზი, წლების წინ სწორედ ფილარმონიული ორკესტრისთვის აშენდა და მათ ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას, შ.პ.ს. „ინთერნეიშენალ ივენთსა“ და და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, კომპანიის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ვალების გამო, სამინისტროს მხრიდან ცალმხრივად შეწყდა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქონების მართვის სააგენტოში, სადაც განმარტავენ, „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. ამ ეტაპზე ხდება მიზეზების განხილვა, რის გამოც კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. პრეტენზიების ერთ-ერთი ადრესატი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე კი განმარტავს, რომ საკითხი მის კომპეტენციაში არ არის და სამინისტრომ ორკესტრს სხვადასხვა შეთავაზების სახით დახმარება არაერთგზის გაუწია. მათ შორის, გამოყო თანხა ყოფილი მუსკომედიის თეატრის შენობის ადგილზე ახალი შენობის აშენების და პროექტირებისთვის. მიხეილ გიორგაძე თვლის, რომ ნიკოლოზ რაჭველი მდგომარეობას შეგნებულად ართულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა
TV IMEDI
#დღისკოდი გავლენა და ინტერპრეტაცია ხელოვნებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ომის შეჩერების მოთხოვნით, მუსიკოსები ქუჩაში და კამუფლი...
JAMnews ქართულად
სიმფონიური ორკესტრის და როკ ჯგუფის ტანდემი
PalitraNews
სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვენის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი - პირველ იანვა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გიდონ კრემერთან ერთად
culturegovge culturegovge
კონცერტი სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით 17 -06 -2016
TV4. ge