ნიკა მელიას სასამართლო

05.04.2021 00:53

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. სხდომა 11:00 საათზე გაიმართება. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ აღნიშნულ პროცესზე ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ბრალდებული ნიკა მელია პროცესს, კონდახიშვილის თქმით, ამის შესახებ სასამართლოს ის შუამდგომლობით მიმართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: