იტალიური გამოცდილება: 21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა


იტალიის საელჩომ საქართველოში, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით გამართა სემინარი თემაზე \"21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა\".

ეს გახლავთ მეორე სემინარი იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიიდან \"ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება\" და მისი მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პირველი სემინარი \"ციფრული სთორითელინგის\" თემაზე გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, მესამე სემინარი კი 8 თებერვალს გაიმართება და \"ჭკვიანი ქალაქის\" კონცეფციას მიეძღვნება. https://bit.ly/2RSojDN

/28.01.2019/

ვიდეოები „ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum"-ისგან