„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - პროტესტი ფილმის პრემიერის წინ

05.11.2019 06:04

თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი კინო-პრემიერა ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, „ქართული მარშის“ ლიდერები და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი „ლგბტ პლიუს თემზე“ გადაღებული ფილმის საპრემიერო ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. კინო-თეატრების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციის კორდონის გაწევა, შენობაში შესვლა და ფილმის გათიშვა, - ასეთია პრემიერის მოწინააღმდეგეთა მიერ დაანონსებული გეგმა. საპასუხოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს და რისკების თავიდან ასაცილებლად ფილმის ჩვენების დროს კინო-თეატრებთან პოლიციელების განსაკუთრებულ მობილიზებას სთხოვს. საუბარია კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენებ ფილმზე სახელწოდებით „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ქართული წარმოშობის შვედმა რეჟისორმა გადაიღო.

ფილმი „ოსკარზეა“ წარდგენილი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო