"თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" - კონფერენცია

09/29/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

29 სექტემბერს, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიხსნა კონფერენცია სახელწოდებით: \"თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად\".
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიას თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ურთიერთქმედებაზე, არსებულ გარემოში შემოქმედებითობის განვითარებისათვის. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს კულტურული და შემოქმედებითი ეკოსისტემის დიზაინ-დაგეგმარება ქალაქის განვითარებისთვის, საჭირო პირობების შექმნა შემოქმედებითი მეწარმეებისთვის და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ თბილისი რეგიონის შემოქმედებით ცენტრად იქცეს. საუბარი შეეხება ასევე ხელოვნებისა და კულტურის როლს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიაც თემაზე \"როგორ შევქმნათ ხელსაყრელი პირობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისთვის თბილისში\".
კონფერენციის ორგანიზატორია ააიპ \"შემოქმედებითი საქართველო\", პარტნიორები - თბილისის საკრებულო, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისი. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi- ში.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან