საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი

09.12.2019 04:43

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევაში მოითხოვს. ერთი დღით ადრე საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მედიკოსის ოჯახი მიმართავს. ცნობილი ტრავმატოლოგის ოჯახის წევრები ხელისუფლებას უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, ექიმის არგათავისუფლების შემთხვევაში კი კვირის ბოლოს პროტესტის რადიკალური ზომების მიღებას აანონსებენ. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ცნობილი ექიმი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ბოლოს 28 ნოემბერს მოინახულეს. მას შემდეგ ოჯახს ტრავმატოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აღარ მიუღია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: