მარნეულის საბავშვო ბაღებში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება ინერგება
12/07/2018
Municipality of Marneuli-ის
მიერ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, მარნეულისა და გარდაბანში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს დასანერგად ტრენინგს მართავენ.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
ახალი სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი განათლების სწავლებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.
ტრენინგს ასევე ესწრებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება“- ის დირექტორი ზაურ ქარამოვი.
2019 წლის ბოლომდე \"სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების\" სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.
http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/211...