ინციდენტი ქვიშხეთში


ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე რეპორტაჟს ამზადებდა, რა დროსაც ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტილი ჰქონდათ.
ინციდენტი ქვიშხეთში მოხდა. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ოფისი. კომპანიის პოზიციით, მათი თანამშრომლების მოქმედება გამოწვეული იყო ადგილზე უნებართვოდ არსებული პირების უსაფრთხოების დაცვით, ვინაიდან ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
მომხდარს ეხმაურება საქართველოს რკინიგზაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან