რთული ეპიდემიური ვითარება საქართველოში


ეპიდემიური ვითარება საქართველოში - „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 21.56 % შეადგინა. ახალი კორონავირუსი კიდევ 41 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 135 243 მიმდინარე აქტიური შემთხვევა გვაქვს. აქედან 5 084 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმეა 1 033 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან