„გადავარჩინოთ უკრაინა“ - საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი პირველ არხზე
03/27/2022
„გადავარჩინოთ უკრაინა“, - ამ სახელწოდებით სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონი საქართველოს პირველი არხის ეთერში 27 მარტს, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება. მარათონი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივითა და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით იმართება და ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. პირდაპირი ეთერი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ პლატფორმებზე, „იუთუბ“ არხებზე და „ინსტაგრამზე“. შეგროვებული თანხა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება. სოლიდარობის მარათონში მონაწილეობას ცნობილი მუსიკოსები და ბენდები მიიღებენ. ტელემარათონში ერთვებიან მუსიკოსები, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი მებო ნუცუბიძე, მუსიკალური არტისტი ბეთხო და ანსამბლი „იალონი“. თანხის ჩარიცხვა შესაბამის ვალუტაში შესაძლებელი იქნება მითითებული საბანკო ანგარიშის საშუალებით.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.