ევროკავშირი უკრაინას დახმარებას უზრდის

15.03.2023 00:31

ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერის ფონდი ორ მილიარდ ევრომდე გაზარდა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ბლოგიდან, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდის მოცულობა 7 მილიარდ 9 მილიონ ევროს შეადგენს. დღესვე დაგეგმილია ე.წ. რამშტეინის ბაზაზე შეხვედრის გამართვა, რომელზეც აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო