თელავის თემის გამგებელი სტუმრად პედაგოგებთან


5 ოქტომბერს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე შათირიშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. ის ყოფილ პედაგოგებს სახლში ესტუმრა და მომავალი თაობების განათლების სფეროში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, „ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება და ამიტომ მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მასწავლებლებლის შრომა სათანადოდ უნდა დაფასდეს, რადგან მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ და ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. გამგებელი პედაგოგებს მხარდაჭერას და თანადგომას დაპირდა. განათლების საერთაშორისო ფედერაციისა და მისი 401 წევრი ორგანიზაციის ძალისხმევით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 5 ოქტომბერს აღინიშნება და ის მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1oKaVIo

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან