რუსების მიერ წამოყენებული ულტიმატუმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება მარიუპოლის დამცველების მხრიდან იარაღის დაყრისა და დანებების თაობაზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ულტიმატუმს ოფიციალური კიევისგან მყისიერი პასუხი არ მოჰყოლია, პარალელურად, რუსული საჰაერო ძალების მხრიდან მარიუპოლის პორტის მახლობლად იერიშები ხორციელდება. რუსული მხარის ულტიმატუმი ასეთია - ადგილობრივი დროით, დილის 6-დან 13 საათამდე პერიოდში, უკრაინელ ჯარისკაცებს შესთავაზეს, რომ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი - ყველას, ვინც დაყრის იარაღს, სიცოცხლე გარანტირებული ექნება. მარიუპოლის საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით, უკრაინული ძალების დასახმარებლად მარიუპოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ქალაქში მყოფი უკრაინელი მებრძოლები უკვე გმირები არიან და მათ „გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არავინ აუკრძალავს“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.