ტრაგედია „მინდელის“ შახტში და მოკვლევის ოქმი
ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარი ბოლო ტრაგედია უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. ასეთია „მოამბის“ მიერ მოპოვებული ოქმი, რომელიც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა თითქმის ორთვიანი მოკვლევის შემდეგ წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, პრევენციული ზომების დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, თავიდან აეცილებინათ აფეთქებით გამოწვეული ნგრევა, რამაც 16 ივლისს ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. ოქმში საუბარია როგორც ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილ დაუდევრობაზე, ასევე მუშების დაუმორჩილებლობაზე და წერია, რომ ამ ეტაპზე ობიექტზე რაიმე სამუშაოს შესრულება მიზანშეწონილი არ არის. შახტი, რომელიც ბოლო ექვს თვეში ორი შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა, ამ მომენტისთვის დახურულია. მისი ამუშავება იმ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც გერმანულმა კომპანიამ უნდა დადოს. „დიემთი გრუპის“ წარმომადგენლები შახტში არსებული შრომითი პირობების შესწავლას ორ კვირაში დაიწყებენ. მანამდე კი კომპანია „საქნახშირი“ დუმილს ამჯობინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოკვლევის ოქმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 17:00 საათზე - 16 ივლისი, 2018 წელი
TV IMEDI
მინდელის შახტში 2017 წლის 9 მაისს მომხდარი ტრაგედია
TV IMEDI
მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია
ხალისიანი ადამიანები
შემთხვევა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია დიღომში - ვინ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე
TV IMEDI
ტრაგედია რაჭაში - სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაოები...
TV IMEDI