ქართული კულტურის დღეები მინსკში

02.09.2018 03:43

ქართული კულტურის დღეები მინსკში დღეს დასრულდება. მანამდე, სტუმრებს ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა დღეს მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ღონისძიებები გუშინ დაიწყო. მინსკის ისტორიულ ნაწილში ექსპოზიციები, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყო. ბელარუსის დედაქალქში ისმოდა ქართული მუსიკაც. აპლოდისმენტების გარეშე არ ჩაუვლია არც ქართულ ცეკვას. გუშინდელი საღამო ნინო ქათამაძის და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტით დასრულდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: