8 წლის განმავლობაში შეწყვეტილი არილის გამოცემა გურამ ოდიშარიას ინიციატივით აღდგა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მკითხველი ერთდროულად სამ ახალ ნომერს იხილავს. ჟურნალ „არილის\" პრეზენტაცია „მწერალთა სახლში\" 10 ნოემბერს გაიმართა.
ჟურნალი „არილი\" გამოდიოდა 1993-2005 წლებში. კულტურის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ განიხილა საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალის აღდგენის შესახებ.
პრეზენტაციას დაესწრენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი, წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, სამინისტროს თანამშრომლები, ჟურნალის ძველი და ახალი ავტორები, მწერლები და ერთგული მკითხველები.
ჟურნალ „არილის\" გვერდებზე მუდმივად ხვდებოდნენ ცნობილი ქართველი მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები. ჟურნალში იბეჭდებოდა ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, ხელოვანებთან, თანდართული უნიკალური ფოტომასალით.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045