ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

28.12.2018 01:56

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც არასრულწლოვანი დ.ღ. ბრალდებულია ცრუ ჩვენების მიცემაში, დღეს მოწმის სახით, ზვიად კუპრავა დაიკითხება.

როგორც კუპრავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი და ზაზა სარალიძის დ.ღ.-სთან შეხვედრისას, იქ სხვა პირიც იმყოფებოდა და სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს დღევანდელ სხდომაზე.

კუპრავას განცხადებით, შეხვედრაზე დ.ღ.-მ მკვლელობის ადგილზე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ყოფნა დაადასტურა. დღევანდელი სხდომის დაწყებამდე დ.ღ.-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ ის უკანონოდ მიიჩნევს დ.ღ.-ს ბრალდების საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად კუპრავასა და ზაზა სარალიძის მიერ მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერს არასრულწლოვნების შეხვედრიდან, რომელიც პროკურატურამ სატელევიზიო გაშუქების შემდეგ, საქმეს დაურთო. დღევანდელ დახურულ სხდომაზე სხვა მოწმეებიც უნდა დაიკითხონ.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani