მარნეულის შესასვლელთან კონტროლი გამკაცრებულია

27.03.2020 04:36

მარნეულის შესასვლელთან კონტროლი გამკაცრებულია. დღეს ტერიტორიაზე კარავი დადგეს მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პერიმეტრს პოლიციისა და თავდაცვის ძალები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ - დამონტაჟებულია ღამის ხედვის კამერებიც, რომლებსაც მართვის პუნქტიდან ამოწმებენ. მობილური ჯგუფები არაძირითად გზებზეც პატრულირებენ. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, საკარანტინო ზონის სურსათით და აფთიაქებით მომარაგების მხრივ პრობლემა არ არსებობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: