„სტრატეგია აღმაშენებლის“ შეთავაზება


„სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლებას კონკრეტულ ინიციატივას სთავაზობს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სამოქმედო შეთავაზება უკვე გადაგზავნილია, თუმცა, დღემდე პრემიერ-მინისტრისგან ან საპარლამენტო უმრავლესობისგან არანაირი რეაგირება არ არის. ინიციატივა გულისხმობს ხელისუფლება-ოპოზიციის საერთო სამოქმედო გეგმის შექმნას, უახლოეს დღეებში ერთობლივი ვიზიტის განხორციელებას ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში, ასევე ქმედითი რეფორმებისა და ნაბიჯების დაგეგმვას. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ახლა მთავარია ქვეყანამ დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის საჭირო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან