„კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მოთხოვნა
ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წევრები იმ პოლიციელების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, გურჯაანის რაიონულ პოლიციაში პატიმრებს სასტიკად სცემეს და საქმე გააყალბეს. კერძოდ, ადვოკატი არჩილ ჩოპიკაშვილი, გურჯაანის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილის, გუგა ახალაშვილისა და პოლიციელ ალექსანდრე შაკიაშვილის საქმიანობიდან ჩამოშორებას მოითხოვს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატის განცხადებით, მათი მოთხოვნა 22 მარტს მდინარე ალაზანთან უკანონო თევზაობისთვის მოქალაქეების, თორნიკე ტურიაშვილისა და უჩა ილაშვილის დაკავების ფაქტს უკავშირდება. მისი თქმით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა, ბესიკ შუბითიძემ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, თორნიკე ტურიაშვილს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ხუთი დაზიანება აღენიშნებოდა. მასთან ერთად მყოფს კი ცემით აიძულებდნენ, რომ ჩვენება მეგობრის წინააღმდეგ მიეცა. ადვოკატი მოითხოვს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მომხდარის დროული და ობიექტური გამოძიება უზრუნველყოს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას გურჯაანის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოდკასტი Map-ზე უკეთესი (ეპიზოდი #5)
Franklin Club • ფრანკლინის კლუბი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახა წიქარიშვილი გენერალური პროკურორი შერჩევის პროცესზე
რადიო თავისუფლება
"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია „გირგვლიანის საქმე და სასამართლო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პერფორმანსი უზენაესი სასამართლოს შენობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ჰააგის სასამართლომ ნამდვილად დააგვიანა გამოძიების დაწყება"
რადიო თავისუფლება