„კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მოთხოვნა


ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წევრები იმ პოლიციელების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, გურჯაანის რაიონულ პოლიციაში პატიმრებს სასტიკად სცემეს და საქმე გააყალბეს. კერძოდ, ადვოკატი არჩილ ჩოპიკაშვილი, გურჯაანის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილის, გუგა ახალაშვილისა და პოლიციელ ალექსანდრე შაკიაშვილის საქმიანობიდან ჩამოშორებას მოითხოვს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატის განცხადებით, მათი მოთხოვნა 22 მარტს მდინარე ალაზანთან უკანონო თევზაობისთვის მოქალაქეების, თორნიკე ტურიაშვილისა და უჩა ილაშვილის დაკავების ფაქტს უკავშირდება. მისი თქმით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა, ბესიკ შუბითიძემ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, თორნიკე ტურიაშვილს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ხუთი დაზიანება აღენიშნებოდა. მასთან ერთად მყოფს კი ცემით აიძულებდნენ, რომ ჩვენება მეგობრის წინააღმდეგ მიეცა.

ადვოკატი მოითხოვს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მომხდარის დროული და ობიექტური გამოძიება უზრუნველყოს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებას გურჯაანის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან