როგორ მოვამზადოთ სალათა ცეზარი სახლის პირობებში - salata cezari


ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ მოვამზადოთ სახლში უგემრიელესი ქათმის სალათა ცეზარი. ვისწავლით თუ როგორ შეიძლება მოვამზადოთ ჯანსაღი მაიონეზი და კრუტონები, რაც ამ სალათის მომზადებისთვის არის აუცილებელი.
Youtube: ► https://bit.ly/2JUI0nv
Instagram: ► https://www.instagram.com/sofiskulina...
Facebook: ► https://facebook.com/SofisCulinary/

სოფის კულინარიუმი არის შექმნილი იმისთვის, რომ ახალ ახალი რეცეპტები გაგიზიაროთ, იმედი მაქვს მოგეწონებათ

თუ მოგეწონათ ვიდეო გთხოვთ გააზიაროთ, მოიწონოთ და იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები, გამოიწეროთ არხი.

ინგრედიენტები

როგორ მოვამზადოთ კრუტონები
- 2 ნაჭერი პური დავჭრათ კუბიკებად
- 1 ს/კ. ზეთი (უმჯობესია ზეითუნის ზეთი)
- 3 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
- 2 ჩ/კ წითელი წიწაკა
- 2 ჩ/კ ყველი პარმაზანი (გახეხილი)
- მარილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ \"მაიონეზი\"
- 2 კვერცხი (საშუალო)
- 2 ჩ/კ წითელი წიწაკა
- 50 გრ. ზეთი (უმჯობესია ზეითუნის)
- 1.5 ჩ/კ მდოგვი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- მარილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ ცეზარის სალათი
- 500 გრ. ქათმის ფილე
- სალათას ფურცელი
- კრუტონები (ჩვენი მომზადებული)
- მაიონეზი (ჩვენი მომზადებული)
- ყველი პარმაზანი (გახეხილი) გემოვნებით

მომზადების მეთოდი:
- ავიღოთ პურის ორი ნაჭერი. დავჭრათ კუბიკებათ (ზომები
თქვენი შეხედულებისამებრ).
- ჩავყაროთ ჭურჭელში ჩვენი კუბიკები და დავასხათ ზეთი,
შევურიოთ 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 2 ჩ/კ მწარე წითელი
წიწაკა, 2 ჩ/კ გახეხილი ყველი პარმაზანი და მარილი
გემოვნებით. ავურიოთ ერთმანეთში ნაზად, ისე რომ კუბიკები
არ დავაზიანოთ და შევდგათ ღუმელში 12 - 15 წუთის
მანძილზე (ღუმელი გავაცხელოთ 200 C გრადუსზე).
- ჩვენი მომზადებული მაიონეზი არის სასარგებლო. მისი
მომზადება ძალიან მარტივია. ავიღოთ 2 ცალი საშუალო
კვერცხი, 2 ჩ/კ წითელი წიწაკა. დავამატოთ ნახევარი ლიმონის
წვენი, 1,5 ჩ/კ მდოგვი, 50 გრ. ზეთი და მარილი გემოვნებით.
- დავჭრათ ქათმის ფილე. დავასხათ ნახევარი ლიმონის წვენი,
დავაყაროთ წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით, 2 ჩ/კ
ორეგანო და შევწვათ.

თქვენთვის თუ უფრო მარტივია, შეგიძლიათ კრუტონები და მაიონეზი შეიძინოთ და ისე მოამზადოთ სალათა ცეზარი.

ვიდეოები „სოფის კულინარიუმი - Sofis Culinary"-ისგან